„იუვენტუსმა“ ახალი სეზონისთვის მზადება ორი დღეა დაიწყო და არტური უკვე გუნდს 3 თვით გამოაკლდა.
ბრაზილიელ ფეხბურთელს მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა, მას ტრავმა ჯერ კიდევ გასული წლის 16 დეკემბრიდან აწუხებდა, როცა „ატალანტასთან“ მატჩში დაშავდა.
არტური მოედანზე 3 თვე ვერ გავა, რაც ნიშნავს, რომ ვერც პრესეზონში მიიღებს მონაწილეობას და სეზონის სასტარტო თამაშებსაც დააკლდება.
„იუვენტუსი“ არტურის გარეშე სერია A-ს 6 და ჩემპიონთა ლიგის ორ მატჩს მინიმუმ გამართავს. ეს იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ ტურინელების მედიკოსებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს, მათ იმედი ჰქონდათ, რომ ფეხბურთელი ოპერაციის გარეშე გამოჯანმრთელდებოდა და სეზონის დასრულების შემდეგ ამიტომ არ მოხდა ქირურგიული ჩარევა. თუმცა, ექიმები შეცდნენ. ახლა კი, როცა სეზონი კარსაა მომდგარი, ფეხბურთელი გუნდს გამოაკლდა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, „იუვენტუსმა“ 2 თვე დაკარგა…