„იუვენტუსის“ მფლობელმა ჯონ ელკანმა Exor-ის კრებაზე კლუბის აქციონერებს მიმართა და განაცხადა, რომ კლუბისთვის ბოლო პერიოდი რთული იყო, მაგრამ ყველანაირი რესურსი აქვთ, რომ „იუვე“ ისევ მწვერვალზე დაბრუნდეს.
„სიძნელეებმა ხაზი გაუსვეს ფეხბურთის სტრუქტურულ სისუსტეს იტალიასა და ევროპაში. ანდრეა ანიელიმ, „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა სექტორის სტრუქტურულ და მმართველობით რეფორმებს, რათა ის უფრო სამართლიანი და მდგრადი იყოს ყველასთვის, ვისაც ეს სპორტი უყვარს.
მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს საინტერესო იყო ჩვენი კლუბისთვის, ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. „იუვესთვის“ 2020-2021 წლების სეზონი ტურბულენტური იყო, მოედანზე და მის მიღმა. პანდემიამ ჩვენს კლუბს ზუსტად იმ დროს დაარტყა, როცა ახალი გეგმა იწყებდა მუშაობას. 2021-2022 წლების სეზონის რთული პირველი ნახევარი „იუვენტუსმა“ 119 მილიონ ევროიანი ზარალით დახურა. ამ ყველაფრის საპასუხოდ კლუბმა შეიმუშავა ახალი გეგმა და დაიწყო კაპიტალის გაზრდა 400 მილიონით, რომელიც 2021 წლის ოქტომბერში დამტკიცდა.
როდესაც შედეგები სასურველი არ არის, სწორედ ამიტომ დავნიშნეთ ახალი დირექტორთა საბჭო და ახალი აღმასრულებელი დირექტორი, სპორტული დირექტორი, შეიცვალა მწვრთნელიც და ფეხბურთელებიც. საკმარისი დრო და რესურსი გვაქვს, რომ კლუბი დაბრუნდეს მწვერვალზე, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. ეს არის „იუვეს“ ყველა ქომაგის და აქციონერის უდიდესი სურვილი“, – თქვა ელკანმა.