ტურინის “იუვენტუსი” ასპარეზობას ევროპა ლიგაზე აგრძელებს და 1/16 ფინალში მასიმილიანო ალეგრის გუნდის მეტოქე წილისყრით გაირკვა.
“ბებერ ქალბატონს” ევროპის რანგით მეორე ტურნირის პლეი-ოფის პირველ სტადიაზე დაპირისპირება ფრანგულ “ნანტთან” მოუწევს.
ევროპა ლიგის პირველ მატჩს “იუვე” 16 თებერვალს ტურინში ჩაატარებს, ხოლო საპასუხოს სტუმრად – 23 თებერვალს.