მთავარი / სიახლეები / ევროპა ლიგის მეოთხედფინალში “იუვენტუსის” მეტოქე გაირკვა

ევროპა ლიგის მეოთხედფინალში “იუვენტუსის” მეტოქე გაირკვა

ევროპა ლიგაზე მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც ტურინის “იუვენტუსის” მეტოქე გაირკვა.

მასიმილიანო ალეგრის გუნდი ლისაბონის “სპორტინგს” შეხვდება. პირველი მატჩი 13 აპრილს ტურინში გაიმართება, ხოლო საპასუხო 20 აპრილს ლისაბონში.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ მეოთხედფინალური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში “იუვენტუსი” ნახევარფინალში “მანჩესტერი” – “სევილიას” წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ფინალამდე მისასვლელი მეორე გზა გაცილებით მარტივია – “რომა”, “ფეიენოორდი”, “ლევერკუზენი” ან “უნიონ სენ-ჟილი” – ერთ-ერთი ფინალში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსმა” ევროპა ლიგაზე ჯერ ფრანგული “ნანტი” (1:1, 3:0) და შემდეგ გერმანული “ფრაიბურგი” (1:0, 2:0) დაამარცხა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …