მთავარი / სიახლეები / ევრა: “გავუგოთ “იუვეს” მოძულეებს, ისინი 9 წელი იტანჯებოდნენ”

ევრა: “გავუგოთ “იუვეს” მოძულეებს, ისინი 9 წელი იტანჯებოდნენ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც „იუვენტუსის“ ფანებს და მის მტრებს მიმართა. ფრანგმა „იუვეს“ მეტოქე ფანებს ბუ უწოდა და შეიძლება ითქვას, რომ მათ დასცინა.

„დილით იღვიძებ და იცი, რომ შენი პირველი საქმე „ბებერი ქალბატონის“ გამო ბუდ გადაქცევაა. თქვენ ოცნებობდით, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გასულიყო, მაგრამ „ბებერი ქალბატონი“ არასდროს ნებდება – ეს შესანიშნავი დევიზია ყველა იუვენტინოსთვის“. ნორმალურია, რომ ხალხი ბუს დაემსგავსა, ზედიზედ ცხრა წელი სკუდეტოს ვიგებდით. ხვდებით, ეს ხალხი როგორ განიცდიდა და რამდენი ხანი იტანჯებოდნენ? ისინი გაბრაზებულნი არიან. როდესაც ანდრეას (ანიელი) ველაპარაკები, მისი მიზანი ყოველთვის სკუდეტოს მოგებაა და მან ეს ზედიზედ ცხრაჯერ გააკეთა. უნდა გვქონდეს პატივისცემა და უნდა ვიზეიმოთ, როდესაც ჩემპიონები ვხვდებით და პატივი უნდა ვცეთ ყველა ფეხბურთელს, რომლებიც ამ მაისურისთვის ოფლს ღვრიან. ახლა, მათ „იუვე“ გააბრაზეს და მოუთმენლად ველოდები მომდევნო სეზონის დაწყებას.

მინდა ანდრეასაც (პირლო) დავემშვიდობო. მადლობა ყველაფრისთვის, რთულ სეზონში დიდი საქმე გააკეთე. საბოლოო მიზანს მიაღწიე და ჩემპიონთა ლიგაზე გახვედი. უნდა იამაყო შენი პირველი სამწვრთნელო გამოცდილებით, უნდა იამაყო საკუთარი თავით. თუმცა, იცით, რომ „იუვეში“ ჩემპიონატის მოგების შემთხვევაშიც გარანტირებული ადგილი არ გაქვს. წინა ვიდეოში უკვე ვთქვი, ვინ უნდა დაბრუნებულიყო და ვიცით, რომ დაბრუნდა, მაგრამ ბეპე მაროტა ნუ გამაბრაზებ, გინდა დაგირეკო?! დაბრუნდი სახლში, „ინტერში“ ფული აღარ არის, სკუდეტო და კონტე მიდიან, ფეხბურთელები მიდიან. ის არ არის „იუვე“, არ არსებობს ყოველწლიური სტაბილურობა. ბიჭები, მიყვარხართ, ის ბუებიც მიყვარხართ, მაგრამ „ბებერი ქალბატონი“ არასდროს ნებდება. კარგ დღეს გისურვებთ”, – ამბობს ევრა ვიდეოში.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Patrice Evra (@patrice.evra)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …