იტალიის ნაკრების მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ ესპანეთთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. მან თქვა, რომ ოცნების ასრულებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია დარჩენილი და იტალიის ნაკრებს დიდი გული აქვს.
“აღუწერელი ემოციაა. მშვიდად ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ გუნდის დახმარება შემეძლო. ეს ფანტასტიკური იყო. მადლობას ვუხდი ყველას, ხალხს და ჩვენც ყველაფერი გავაკეთეთ. ახლა ბოლო ნაბიჯი გვაკლია ჩვენი ოცნების ასასრულებლად. ესპანეთი ძალიან ძლიერია, მაგრამ ამ იტალიას უდიდესი გული გაქვს, არაფერს თმობს, არასდროს. ერთი სანტიმეტრიც არ დაგვითმია და ბოლოს ყველაფერი კარგად დასრულდა. ფინალზე არ ვილაპარაკებ, ცრუმორწმუნე ვარ. ამ გამარჯვებით უნდა ვისიამოვნოთ და ხვალიდან ფინალზე ვიფიქრებთ.
პენალტების სერია? ვიცოდი საით უნდა წავსულიყავი, მაგრამ ინსტიქტიც იყო. გამარჯვებას სპინაცოლას ვუძღვნი, ემოციების აღწერა შეუძლებელია, თავში ყველაფერი მიტრიალებს. ვცდილობ ვაჯობო იმ მეკარეებს, რომლებმაც იტალიის ნაკრების ისტორია წარსულში დაწერეს“, – თქვა დონარუმამ.
შეგახსენებთ, რომ იტალია ევრო 2020-ის ფინალში 11 ივლისს, “უემბლიზე” ინგლისი-დანიის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.