ანხელ დი მარიას აქტიურად უკავშირებენ ტურინის „იუვენტუსს“ და არგენტინელმა ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ ევროპაში დარჩენა სურს, რამაც შესაძლოა ტრანსფერის ალბათობა გაზარდოს.
„ჩემი ფიქრებით, ახლა ევროპაში დარჩენა მინდა, რადგან წინ მსოფლიოს ჩემპიონატია და უნდა დავრჩე მაღალ კონკურენციაში, რის გამოც ევროპაში დარჩენა მირჩევნია. მერე კი ვოცნებობ, რომ კარიერა „როსარიო სენტრალში“ დავასრულო. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ნაბიჯს აუცილებლად უკან გადავდგამ და ნაკრებიდან წავალ. მივაღწიე მიზნებს, რაც მინდოდა და აქ ბევრი ახალგაზრდაა, რომლებიც ნაკრების დონეს შეესაბამებიან“, – თქვა დი მარიამ.
შეგახსენებთ, რომ დი მარიას და „იუვეს“ წარმომადგენლები ხვალ ერთმანეთს მადრიდში შეხვდებიან. არგენტინელი თავისუფალი აგენტია, მაგრამ ის მხოლოდ ერთწლიან კონტრაქტზეა თანახმა, ხოლო ტურინელებს სურთ 2 წლით დაიმატონ. ამიტომაც, ჯერჯერობით ტრანსფერის დახურვა ვერ მოხერხდა.