მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსს” ფილიპ კოსტიჩი დაუკავშირეს

“იუვენტუსს” ფილიპ კოსტიჩი დაუკავშირეს

ტურინის „იუვენტუსს“ გერმანულმა მედიამ ფრანკფურტის „აინტრახტის“ ნახევარმცველი ფილიპ კოსტიჩი დაუკავშირა.

Sky-ს ცნობით, 29 წლის სერბი ფეხბურთელი „იუვესთან“ ერთ ნაბიჯშია. კოსტიჩს „აინტრახტთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, რომელსაც ან გაახანგრძლივებს, ან კლუბს ამ ზაფხულს დატოვებს. ამიტომ, გარიგება შეიძლება 15 მილიონ ევროდ დაიხუროს და სერბი „იუვეში“ გადავიდეს.

კოსტიჩი მარცხენა გარემარბია, თუმცა, მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში. აწ დასრულებულ სეზონში მან 43 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 15 საგოლე პასი გააკეთა. მათ შორის, ევროპა ლიგაზე, რომელიც მისმა გუნდმა გუნდმა და ის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, თავი 3 გოლით და 6 საგოლე პასით გამოიჩინა, ხოლო ბუნდესლიგაზე 4 გოლი და 9 საგოლე პასი მოდის.

გერმანული მედია წერს, რომ კოსტიჩის ტრანსფერის პროტეჟე დუშან ვლაჰოვიჩია, რომელიც სერბეთის ნაკრებიდან მას ძალიან კარგად იცნობს.

აქვე გეტყვით, რომ ფილიპ კოსტიჩმა „აინტრახტში“ 2018 წლიდან 170 შეხვედრაში 33 გოლის გატანა შეძლო. მანამდე ის „რადნიჩკიში“, „გრონინგენში“, „შტუტგარტსა“ და „ჰამბურგში“ თამაშობდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …