ტურინის „იუვენტუსს“ ანხელ დი მარია წლის პირველივე შეხვედრაში ვერ დაეხმარება. არგენტინელი ფეხბურთელი ტრავმირებულია.
ჯერ იყო და მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზამდე დი მარიამ ტრავმების გამო ბევრი მატჩი გამოტოვა, შემდეგ მუნდიალის შვებულებიდან ყველაზე გვიან, 2 იანვარს დაბრუნდა და ახლა დაბრუნების შემდეგ პირველივე ვარჯიშზე დაშავდა.
დი მარიას ტერფის დაზიანება აღენიშნება, რომლის სიმძიმე უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ „კრემონეზესთან“ მატჩში ვერ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ „კრემონეზესა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 13 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.