ტურინის „იუვენტუსმა“ მექსიკური „ჩივასი“ 2:0 დაამარცხა და ანხელ დი მარიას არაოფიციალური დებიუტი შედგა. არგენტინელმა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა:
„სასარგებლო ტესტი იყო სეზონის წინ სათამაშო დროის მისაღებად და ფორმაში შესასვლელად. პოგბა? ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ნახევარდაცვას უზარმაზარ ხარისხსს მატებს. სულე? ძლიერია, ძალიან ნიჭიერია, უბრალოდ მხოლოდ უნდა იმუშაოს და თანდათანობით გაიზარდოს“, – თქვა დი მარიამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 27 ივლისს, „ბარსელონასთან“ გამართავს.