მთავარი / სიახლეები / დი მარია ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

დი მარია ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ევროპა ლიგის პლეი-ოფის ეტაპის კვირის საუკეთესო მოთამაშედ „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ანხელ დი მარია დასახელდა.

ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან არგენტინელმა ფეხბურთელმა „ნანტის“ წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა, ჰეთ-თრიქი შეასრულა და თავის გუნდს 3:0 მოაგებინა. ანხელმა ფლორიან ვირტცს, ანატოლი ტრუბინსა და იოსიპ ირანოვიჩს აჯობა.

გარდა ამისა, კვირის საუკეთესო გოლის ავტორიც დი მარია გახდა. მან ფრანგული გუნდის კარში ერთი, ძალიან ეფექტურო გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ნანტი“ ორი მატჩის ჯამში 4:1 დაამარცხა, მერვედფინალში კი „ფრაიბურგს“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …