მთავარი / სიახლეები / დი მარია: “დელ პიერო ფენომენი იყო, მე კი ამ გუნდისთვის მაქსიმალურად ვიხარჯები”

დი მარია: “დელ პიერო ფენომენი იყო, მე კი ამ გუნდისთვის მაქსიმალურად ვიხარჯები”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ „ნანტთან“ მოგებისა და ჰეთ-თრიქის შესრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გუნდისთვის ყველაფერს აკეთებს და ევროპა ლიგა მნიშვნელოვანი ტურნირია.

„დელ პიერო ფენომენი იყო, ფეხბურთის ლეგენდაა. ვიცი, რომ მან თამაშამდე ჩემზე თბილად ისაუბრა. შესანიშნავი კარიერა ჰქონდა, მე კი ამ მაისურისთვის ყველაფერს ვაკეთებ. დელ პიერო ლოს ანჯელესში გავიცანი და საუკეთესოს ვუსურვებ.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდის მუშაობის შედეგში ასახვა მოვახერხეს. შესანიშნავი თამაში იყო, ევროპა ლიგა მნიშვნელოვანი ტურნირია. სწორი მიდგომა გვქონდა მომდევნო ეტაპზე გასასვლელად. ეს არის შედეგი, რომელიც ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. პირველ მატჩშიც კარგად ვითამაშეთ, მერე სპეციაში მოვიგეთ და დღეს აქაც ყველაფერი კარგად წავიდა“, – თქვა დი მარიამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 28 თებერვალს, შინ „ტორინოსთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …