მთავარი / სიახლეები / ბონუჩი: “დი მარია ჩემპიონია და ასეთი ფეხბურთელები იგებენ მატჩებს”

ბონუჩი: “დი მარია ჩემპიონია და ასეთი ფეხბურთელები იგებენ მატჩებს”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ნანტთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დი მარია დიდი ფეხბურთელია და გაუმართლათ, რომ მისი თანაგუნდელები არიან.

„გაგვიმართლა, რომ დი მარიასნაირი დიდი ფეხბურთელი გვყავს და ეს ყველამ ვიცით. როცა გუნდში გყავს ჩემპიონები, ისინი წყვეტენ მატჩის ბედს. როდესაც „იუვენტუსში“ თამაშობ, ნებისმიერი თამაში მნიშვნელოვანია სეზონის განმავლობაში. დღეს ისე ვითამაშეთ, როგორც საჭირო იყო, მომდევნო ეტაპზე გასვლის დიდი სურვილით.

ცხადია, ჩემთვის ძალიან ცუდი იყო, რომ დიდი ხანი გამიცდა და გუნდთან ერთად ვერ ვიყავი. არ ვარ ამას მიჩვეული. მყესის დაზიანება მქონდა, მაგრამ ახლა ფორმაში ვბრუნდები. მთავარი ხელმისაწვდომი ვიყო, რადგან რთული და მნიშვნელოვანი თვეები გველოდება იქ მისასვლელად, სადაც გვინდა, რომ მივიდეთ“, – თქვა დი მარიამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 28 თებერვალს, შინ „ტორინოსთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …