მთავარი / სიახლეები / დი მარია: “აქ ბედნიერი ვარ, ხალხიც ჩემით ბედნიერია, კონტრაქტზე ვსაუბრობთ”

დი მარია: “აქ ბედნიერი ვარ, ხალხიც ჩემით ბედნიერია, კონტრაქტზე ვსაუბრობთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ „ფრაიბურგთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ტურინში ბედნიერია და კლუბთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ ჯერ არ იცის, რა მოხდება.

„დიახ, ბოლოს ტკივილი მქონდა, მაგრამ ნორმალურია დაღლილობა, ბევრ მატჩს ვთამაშობთ, თუმცა, ვფიქრობ, მთავარია ვიმუშაოთ, ვითამაშოთ კარგად და მოვიგოთ, რაც დღეს გავაკეთეთ. მინდა გუნდს დავეხმარო და ჩემთვის მნიშვნელოვანია ასე მუშაობა, გუნდს ვეხმარები. კარგად ვთამაშობთ და ასე უნდა გავაგრძელოთ. ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებისთვის, ორი მკაფიო მიზანი გვაქვს – იტალიის თასი და ევროპა ლიგის მოგება, ვეცდებით, რომ ორივე მოვიგოთ.

კონტრაქტის განახლება? არ ვიცი, ვსაუბრობთ, აქ ძალიან ბედნიერი ვარ. ვგრძნობ ხალხის სიყვარულს, ახლა ამას ნამდვილად ვგრძნობ. თავიდან ძალიან რთული იყო, მაგრამ მოვახერხე იმის ჩვენება, რა შემიძლია. ისინი ბედნიერები არიან ჩემი თამაშით და მეც ბედნიერი ვარ, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – თქვა დი მარიამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 12 მარტს, შინ გენუის „სამპდორიასთან“ გამართავს, ხოლო „ფრაიბურგს“ ერთი კვირის შემდეგ სტუმრად დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …