ტურინის „იუვენტუსმა“ ევროპა ლიგის პლეი-ოფი გადალახა და მერვედფინალში ითამაშებს. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ერთი კვირის წინ შინ „ნანტს“ ვერ მოუგო (1:1), მაგრამ დღეს საფრანგეთში აჯობა და მომდევნო გავიდა.
მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მთლიანობაში ადვილად მოიგო, რადგან საწყის ოც წუთში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, თან რიცხობრივი უპირატესობაც მიიღო. მეხუთე წუთზე ანხელ დი მარიამ საოცარი გოლით გახსნა ანგარიში და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბრწყინვალე ფეხბურთელია.
15 წუთის შემდეგ არგენტინელმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, როცა მცველები და მეკარე მოატყუა, ცარიელ კარში დაარტყა და მცველმა პალუამ ბურთი ხელით შეაჩერა. შედეგად, ის გააძევეს და პენალტი დაინიშნა, რომელიც დი მარიამ ზუსტად დაარტყა. სტუმრებს კიდევ რამდენიმე სახიფათო მომენტი ჰქონდათ, მაგრამ გოლი ისევ დი მარიამ გაიტანა. მან 78-ე წუთზე ჰეთ-თრიქი შეასრულა და ყველაფერს წერტილი დაუსვა.
ცხადი გახდა, რომ „იუვე“ ამ სოლიდურ უპირატესობას აღარ გაანიავებდა და ასეც მოხდა. საბოლოოდ, ტურინულმა გრანდმა ეს პირველი ბარიერი დაძლია.
„იუვენტუსის“ მეტოქე მერვედფინალურ სტადიაზე 24 თებერვალს, წილისყრის შედეგად გამოვლინდება.
„ნანტი“ – „იუვენტუსი“ (0:2)
გოლები: 0:1 დი მარია (5), 0:2 დი მარია (20, პენ), 0:3 დი მარია (78)