ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა დინო ძოფმა იტალიის ნაკრებზე ისაუბრა და ის ფიქრობს, რომ „სკუადრა აძურას“ ევროპის ჩემპიონატზე ბელგიის დამარცხება შეუძლია.
“იტალიას ძალიან შორს წასვლის კარგი შანსი აქვს, ბელგიის დაბრკოლება არ მიმაჩნია განსაკუთრებულ სირთულედ. პორტუგალიასთან უფრო მძიმე იქნებოდა, მნიშვნელოვანია, რომ გოლების არგაშვება გავაგრძელოთ. მანჩინიმ დიდი სამუშაო გაწია და მე იმედიანად ვარ განწყობილი. ფეხბურთელების შეცვლაც შეგვიძლია“, – თქვა ძოფმა.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ბელგიას 2 ივლისს, მიუნხენში დაუპირისპირდება.