მთავარი / სიახლეები / კაპელო: “ჟორჟინიო მთავარი ფიგურაა, პორტუგალიასთან თამაში უფრო რთული იქნებოდა”

კაპელო: “ჟორჟინიო მთავარი ფიგურაა, პორტუგალიასთან თამაში უფრო რთული იქნებოდა”

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ იტალიის ნაკრებზე ისაუბრა და თქვა, რომ „სკუადრა აძურას“ ძალიან ხარისხიანი გუნდი ჰყავს, რომელსაც ბელგიასთან მოგება შეუძლია.

“ჟორჟინიო იტალიის სიმბოლური მოთამაშეა. მისი წყალობით იტალია გოლს არ უშვებს. მას პირდაპირ ვუყურებდი და მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანია გუნდისთვის. ჩვენი შემადგენლობა ხარისხიანია, მხოლოდ პორტუგალიას ჰყავდა ჩვენნაირი შემადგენლობა. იტალიის ხარისხი ძალიან მაღალია და მანჩინის ცვლილებების გაკეთებითაც შეუძლია მეტოქეებს პრობლემები შეუქმნას.

ბელგიის ნაკრები ღიად არ თამაშობს. იმედი მაქვს, რომ დე ბრუინი ვერ გამოჯანმრთელდება, რადგან მას შეუძლია თამაშში ცვლილების შეტანა. ეს არ იქნება მარტივი თამაში, მაგრამ ჩემი აზრით, პორტუგალიასთან უფრო მძიმე და უარესი თამაში იქნებოდა. დიდი ხარისხით და შეცვლების წყალობით იტალიას შეუძლია მომდევნო ეტაპზე გასვლა“, – თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ იტალიისა და ბელგიის ნაკრებების შეხვედრა 2 ივლისს, მიუნხენში გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …