პაულო დიბალასა და ტურინის „იუვენტუსს“ შორის კონტრაქტის განახლების საკითხი შეფერხდა და ჩიხში შევიდა.
მაურიციო არივაბენეს რამდენიმე დღისწინანდელმა კომენტარმა, როცა თქვა – „დიბალამ ახალი კონტრაქტი და ხელფასი უნდა დაიმსახუროს, ნათლად დაადასტურა, რომ არგენტინელ ფეხბურთელთა მოლაპარაკებები გართულდა.
ტურინელთა გენერალურ დირექტორს დაახლოებით იგივე მესიჯი ჰქონდა გუშინ, „ინტერთან“ მატჩის წინ და აღნიშნა, რომ ეს განცხადება „იუვენტუსის“ ყველა ფეხბურთელს ეხება. ამასთან, ხაზი გაუსვა ტურინულ გრანდში 10 ნომრის პასუხისმგელობას.
ამასობაში, არგენტინული მედია წერს, რომ ტურინელთა მხრიდან შეცვლილი პირობების გამო პაულო დიბალა იმედგაცრუებულია (მხარეები ხელფასზე ვერ თანხმდებიან) და მზადაა სხვა კლუბების წინადადებები მოისმინოს. „ლა ხოია“ უკვე აღარ გამორიცხავს „იუვეს“ დატოვებას, რომელთანაც კონტრაქტი სულ მალე, 30 ივნისს ეწურება.
როგორც იტალიური მედია წერს, ყველაფერი თებერვალში უნდა გადაწყდეს…