მთავარი / სიახლეები / დიბალა “ინტერში” გადავა

დიბალა “ინტერში” გადავა

„იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი პაულო დიბალა „ინტერთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.

როგორც ცნობილი გახდა, დიბალას აგენტი ხორხე ანტუნი დღეს მილანური კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა და მომავალი თანამშრომლობის პირობები განიხილეს. მიუხედავად იმისა, რომ დიბალამ „ინტერის“ მთავარ მტერ „იუვენტუსში“ 7 სეზონი გაატარა და ტურინულ პუბლიკას ცრემლებით დაემშვიდობა, როგორც ჩანს, ის თანახმაა „ინტერში“ გადავიდეს.

დიბალა 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი იქნება და შესაბამისად, „ნერაძურის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. მოსალოდნელია, რომ ტრანსფერი წარმატებით დაიხურება.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალამ „იუვენტუსში“ 2015-2022 წლებში 293 მატჩში 115 გოლი გაიტანა. მანამდე არგენტინელმა „პალერმოში“ ითამაშა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …