ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ „მალმიოსთან“ (3:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. არგენტინელმა ფეხბურთელმა ასევე ისაუბრა კონტრაქტის განახლების საკითხზე და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„რა თქმა უნდა, ძალიან დელიკატური საღამო იყო, ვიცოდით, რომ კარგად ვთამაშობდით, მაგრამ შედეგებს ვერ ვაღწევდით, მაგრამ ეს სხვა ტურნირია. ვიცოით, რა უნდა გაგვეკეთებინა, ეს გავაკეთეთ, ვითამაშეთ მშვიდად, დიდი გუნდივით და ახლა ეს გზა უნდა გავაგრძელოთ.
ჩემპიონთა ლიგაზე 10 თვის შემდეგ გავიტანე? არ ვიცოდი, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ გოლი გავიტანე, ეს მენტალურად ძალიან მეხმარება, მშვიდად თამაშისთვის, გუნდის დახმარებისთვის და დღეს მოვიგეთ, შესაბამისად, ძალიან კმაყოფილი ვარ.
კონტრაქტის გახანგრძლივება? ყოველთვის მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობთ, მხარეები საუბრობენ და ყველას დიდი მოლოდინი აქვს, ვიმედოვნებთ, რომ ყველასთვის სასიამოვნო დასასრული იქნება“, – თქვა დიბალამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 19 სექტემბერს, ტურინში, „მილანის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.