მთავარი / სიახლეები / დიბალა: “ალეგრის თავისი აზრი აქვს, მე მჯერა, რომ სკუდეტოს მოგება შეგვიძლია”

დიბალა: “ალეგრის თავისი აზრი აქვს, მე მჯერა, რომ სკუდეტოს მოგება შეგვიძლია”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელ პაულო დიბალას სკუდეტოს მოგების იმედი ისევ აქვს. არგენტინელი თავდამსხმელი არ ეთანხმება მასიმილიანო ალეგრის, რომელიც ფიქრობს, რომ „ბებერმა ქალბატონმა“ ჩემპიონობის შანსი უკვე დაკარგა.

„კარგად ვარ, გუნდს დავუბრუნდი, თუ მწვრთნელი უფლებას მომცემს, ვითამაშებ. იმედი მაქვს, რომ ყველა მატჩს ვითამაშებ. ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ადვილი არაა, მაგრამ ჩვენ სახლში ვითამაშებთ, ჩვენს სტადიონზე და ეს ჩვენთვის დიდი უპირატესობა იქნება.

ალეგრის გათვლები სკუდეტოზე? ეს მისი აზრია, ჩვენ „იუვე“ ვართ და მაქსიმუმს ვუმიზნებთ, თუნდაც, ეს არ იყოს ჩვენზე დამოკიდებული. ბევრი თამაშია დარჩენილი, „ინტერს“ შინ უნდა ვეთამაშოთ. ჩვენ ბრძოლაში ვართ და მჯერა, რომ სკუდეტოს მოგება შეგვიძლია.

მესი და რონალდუ? ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მათთან ერთად ვითამაშებდი. ბედნიერი ვიყავი, როცა კრიშტიანუ იყიდეს, ბევრ დიდებულ ფეხბურთელთან ერთად ითამაშია, როგორებიც არიან ბუფონი, დანი ალვეში, გასახდელში მათთან ერთად ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ სამი გოლით ბაჯოს გადავასწრებ, ის ფენომენი იყო და იმედი მაქვს, რომ მალე გავიცნობ. ბუნებრივია, რომ ამ მისი შედეგის გაუმჯობესება მსურს, იმედია, ამას მალე გავაკეთებ.

იურიჩი? მასთან „პალერმოში“ ვმუშაობდი, კარგი მოგონებები მაკავშირებს და ვისარგებლებ შემთხვევით და მოვიკითხავ პრეზიდენტ ძამპარინის ოჯახს. მაშინ იტალიაში ახალი ჩამოსული ვიყავი და იტალიური კარგად არ ვიცოდი, ამიტომ, იურიჩს ბევრს ვერ ვუსმენდი. მესი თუ რონალდუ? განსხვავებულები არიან, მე უფრო მეტი კრიშტიანუსთან ვითამაშე, ვიდრე მესისთან“, – თქვა დიბალამ.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალას ბოლო ორი კვირა ტრავმის გამო გაუცდა. ის გამოჯანმრთელდა და „სპეციასთან“ მატჩისთვის ემზადება.

შემთხვევითი სიახლე

ანტონიო კონტე ტურინში შენიშნეს, მას “იუვეს” უკავშირებენ

იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი იტყობინება, რომ ანტონიო კონტეს „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად განიხილავენ. კონტე ორი დღის …

რანიერი: “იუვეს” ფეხბურთელებს თამაშის სიხარული არ აქვთ”

„იუვენტუსის“ შესახებ კომენტარი კლაუდიო რანიერიმ გააკეთა და განაცხადა, რომ ფეხბურთელებს თამაშის სიხარული არ ეტყობათ. „რაც …