მთავარი / სიახლეები / დიბალას ხელფასების მანევრის საქმის გამო დისკვალიფიკაცია ემუქრება

დიბალას ხელფასების მანევრის საქმის გამო დისკვალიფიკაცია ემუქრება

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილ ფეხბურთელ პაულო დიბალას ერთთვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

იტალიური მედიის ცნობით, პროკურატურამ მასთან დაკავშირებული ფარული ბარათი იპოვა, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ არგენტინელმა და „იუვენტუსმა“ მისი ხელფასის ნაწილი სახელმწიფოსგან მალულად გადაიხადეს.

შედეგად, „რომას“ შემტევს დისკვალიფიკაცია ემუქრება. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ხელფასების მანევრის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და „იუვენტუსს“ ქვედა ლიგაში დაქვეითებაც კი ემუქრება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …