პაულო დიბალას აგენტი ტურინშია და კონტრაქტის გახანგრძლივება ოფიციალურად უახლოეს დღეებში დადასტურდება.
ხორხე ანტუნი იტალიაში სწორედ ამიტომ ჩავიდა და მხარეები უკვე შეთანხმებულნი არიან. დიბალა კონტრაქტს, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება 2026 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს. სეზონში მისი გასამრჯელო 8 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსის სახით 2 მილიონი ევრო დაემატება (წელიწადში).
შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა „იუვენტუსმა“ 2015 წელს „პალერმოდან“ შეიძინა. მას შემდეგ მან შავ-თეთრი მაისურით 268 მატჩში 108 გოლი გაიტანა, მიმხინარე სეზონში კი 15 თამაშში თავი რვაჯერ გამოიჩინა.