მატია დე შილიო „იუვენტუსთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მხარეები შეთანხმდნენ და მომდევნო დღეებში ცნობა ოფიციალურად დადასტურდება. მატია „იუვეში“ 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება. მისი ძველი კონტრაქტი კი მიმდინარე წლის 30 ივნისს იწურებოდა.
შეგახსენებთ, რომ მატია დე შილიო „იუვენტუსის“ რიგებში 2017 წლიდან თამაშობს და 91 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.