მთავარი / სიახლეები / პოგბა “იუვესთან” ერთ ნაბიჯშია

პოგბა “იუვესთან” ერთ ნაბიჯშია

ტურინის „იუვენტუსში“ პოლ პოგბას დაბრუნება ისევ აქტუალურია და ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერი ერთ ნაბიჯშია.

იტალიური მედიისა და რომეო აგრესტის ცნობით, პოგბა „იუვესთან“ ძალიან ახლოსაა და მხარეები პრაქტიკულად შეთანხმდნენ. პოლი 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი ხელფასი 7.5 მილიონი ევრო იქნება.

სავარაუდოდ, ტრანსფერი უახლოეს მომავალში ოფიციალურად უნდა დადასტურდეს, რადგან პოგბამ „მანჩესტერი“ უკვე დატოვა და თავისუფალი აგენტია.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბამ „იუვენტუსში“ 2012-2016 წლებში 178 მატჩში 34 გოლი გაიტანა. ფრანგი ნახევარმცველი „იუვემ“ 2012 წელს „მანჩესტერიდან“ უფასოდ დაიმატა, შემდეგ იმავე „მანჩესტერში“ 105 მილიონ ევროდ გაყიდა, ახლა კი ძალიან ახლოსაა, რომ კვლავ უფასოდ დაიბრუნოს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …