ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მატიას დე ლიხტი ტრავმირებულია და „რომასთან“ ვერ ითამაშებს.
გუშინ მაქს ალეგრიმ თქვა, რომ დე ლიხტი კარგად იყო და სათამაშოდ მზად იყო, რადგან სანაკრებო პაუზის დროს, ნიდერლანდების ნაკრებში ლუის ვან გაალმა ის საერთოდ არ ათამაშა და თადარიგში დატოვა.
თუმცა, დე ლიხტი „რომასთან“ მატჩის განაცხადში მოულოდნელად ვერ მოხვდა. გავრცელებული ცნობით, ნიდერლანდელს კუნთების მცირე გადაღლილობა აღენიშნება. ჯერჯერობით უცნობია როდემდე იუქმებს დე ლიხტი, რომელმაც მიმდინარე სეზონში 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.