ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატაის დე ლიხტმა „ვილიარეალთან“ (0:3) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, პირველი გოლის შემდეგ გუნდი მოიშალა.
„75-ე წუთამდე თანაბარი თამაში იყო. რეალური საგოლე მომენტები გვქონდა, მაგრამ მათმა მეკარემ შესანიშნავად ითამაშა. პენალტის შემდეგ მთლიანად მოვიშალეთ. როცა 0:1-ს აგებ, მაინც შეგიძლია გატანა, პირველი გოლის შემდეგ უკეთ უნდა გვეთამაშა“, – თქვა დე ლიხტმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ვილიარეალთან“ ორი მატჩის ჯამში 1:4 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში ზედიზედ მესამედ გამოეთიშა.