ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ლონდონის „ჩელსი“ ფედერიკო კიეზას გოლით 1:0 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, განსაკუთრებით მორალურად.
თამაშის შემდეგ მატიას დე ლიხტმა კომენტარი გააკეთა, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა.
„მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა, შესანიშნავი მატჩი იყო და სამი ქულის მოპოვება ძალიან კარგია. ლუკაკუს წინააღმდეგ ყურადღებით ვითამაშეთ, კარგები ვიყავით. დღევანდელი გამარჯვება მნიშვნელოვანია და ასე უნდა გავაგრძელოთ, შაბათიდან დაწყებული.
ლუკაკუ? გუნდური თამაშით ასეთი ფეხბურთელის შეჩერებაც შესაძლებელია. ერთად შესანიშნავად ვითამაშეთ, ბონუჩი ბრწყინვალე იყო. საბოლოო ჯამში, მთავარი გამარჯვებაა“, – თქვა დე ლიხტმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ H ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 2 ოქტომბერს, „ტორინოსთან“ გამართავს.