ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი დენის ზაკარია ერთი თვე ვერ ითამაშებს. ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და დაზიანება საკმაოდ სერიოზული გამოდგა.
შვეიცარიელი მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ვერ გავა მინდორზე, რაც ნიშნავს, რომ 5 მატჩი გაუცდება, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალი „ვილიარეალთან“ და „იუვეს“ აპრილში დაუბრუნდება. დენისს ბარძაყის ტრავმა აღენიშნება.
„იუვენტუსს“ მარტში 5 მატჩი ელოდება და მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში მხოლოდ 3 ნახევარმცველია, არტური, მანუელ ლოკატელი და ადრიენ რაბიო, რადგან ვესტონ მაკკენიც ტრავმირებულია და 2 თვე იუქმებს. დენის ზაკარია “იუვენტუსმა” 1 თვის წინ დაიმატა და 4 მატჩში მან 1 გოლის გატანა მოახერხა.
„იუვენტუსს“ უბრუნდება პაულო დიბალა, მაგრამ იტალიის თასზე „ფიორენტინასთან“ მისი თამაში მაინც თითქმის გამორიცხულია. არგენტინელი გუნდს სავარაუდოდ, 6 მარტს, „სპეციასთან“ დაუბრუნდება.