დენის ზაკარია „იუვენტუსის“ დატოვების მთავარი კანდიდატი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბს მასზე მეტად ადრიენ რაბიოსა და არტურის გასხვისება სურს.
ფრანგი და ბრაზილიელი სატრანსფერო ბაზარზე პრაქტიკულად არავის უნდა, ამიტომაც, ტურინში დენის ზაკარიას გაყიდვაზე უკვე ფიქრობენ, რომ ლეანდრო პარედესისთვის გუნდში ადგილი გაათავისუფლონ.
იტალიური მედიის ცნობით, შვეიცარიელ ნახევარმცველს ორი მსურველი უკვე ჰყავს – „დორტმუნდი“ და „მონაკო“. უფრო რეალური ინტერესი ფრანგული კლუბიდანაა და პირველი კონტაქტიც მხარეებს შორის უკვე შედგა.
„იუვენტუსი“ ზაკარიას გაყიდვას 15-20 მილიონ ევროდ იმედოვნებს, რომ პარედესისა და დუშან ვლაჰოვიჩის დუბლიორამდე მიღწევა ბოლოს და ბოლოს, მოახერხოს.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ დენის ზაკარია იანვარში „გლადბახიდან“ 7 მილიონ ევროდ დაიმატა, მაგრამ დიდი შანსია მისი ტურინული თავგადასავალი ძალიან მალე დასრულდეს.