ბერგამოს „ატალანტა“ მერიჰ დემირალს არ გამოისყიდის, შესაბამისად, თურქი ფეხბურთელი „იუვენტუსში“ დაბრუნდება. ინფორმაცია იტალიურმა მედიამ დაადასტურა.
თუმცა, არაა გამორიცხული დემირალის დაბრუნება დროებითი გამოდგეს და მან „იუვენტუსი“ მაინც დატოვოს, რადგან კლუბი ეცდება გაყიდოს. ჯერჯერობით, ეს საკითხი გადაწყვეტილი არაა და მიუხედავად იმისა, რომ „იუვეს“ ჯორჯო კიელინის შემცვლელი სჭირდება, დემირალი შეიძლება მაინც არ შეინარჩუნოს.
შეგახსენებთ, რომ მერიჰ დემირალმა 2019-2021 წლებში 32 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.
24 წლის მცველმა გასულ სეზონში „ატალანტას“ მაისურით 42-ჯერ ითამაშა და თავი 2 გოლით გამოიჩინა.