მთავარი / სიახლეები / დელ პიერო: “რეალში” თამაში? მე “იუვე” ავირჩიე და არაფერს ვნანობ”

დელ პიერო: “რეალში” თამაში? მე “იუვე” ავირჩიე და არაფერს ვნანობ”

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიერო მადრიდში იმყოფება, სადაც „რეალისა“ და „ჩელსის“ შეხვედრაზე, როგორც ჟურნალისტი მუშაობს.

დელ პიერომ გაიხსენა, რომ „რეალში“ გადასვლის შანსი მას ჰქონდა, მაგრამ „იუვენტუსში“ დარჩენა ამჯობინა და არაფერს ნანობს.

„ამ სტადიონზე დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ ჩემი ორი გოლით და მეტოქის პუბლიკამ ტაში დამიკრა, რაც ძალიან სასიამოვნოდ მაგონდება. თუმცა, ასევე ამ სტადიონზე რამდენჯერმე დავმარცხდი. აქ ტრიბუნებზე ძალიან ცხელი გარემოა, ყოველთვის. „რეალთან“ ძალიან ახლოს არასდროს ვყოფილვარ, რაღაც მომენტში შეიძლებოდა „იუვესგან“ უფრო შორს ვყოფილიყავი, მაგრამ არ ვნანობ და ყოველთვის ვირჩევდი, რომ ტურინში დავრჩენილიყავი. „სანტიაგო ბერნაბეუ“ უნიკალური სტადიონია, ისევე როგორც „ოლდ ტრაფორდი“, მაგრამ მე არჩევანი გავაკეთე“, – თქვა დელ პიერომ.

შემთხვევითი სიახლე

როველა გვარდიოლას მოსწონს – ვითარება “იუვეს” ნახევარდაცვაში და პერსპექტივები

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ნიკოლო როველა მიმდინარე სეზონს იჯარით „მონცაში“ ატარებს, თუმცა, ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული …

“იუვენტუსი” 6 დეკემბერს შეიკრიბება, ორი ამხანგური მატჩიც დაიგეგმა

ტურინის „იუვენტუსი“ მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეულ თვესა და 3 კვირას გამოიყენებს და შეკრებას გაივლის, რომლის ფარგლებში …