მთავარი / სიახლეები / ლიპი: “მილანში რამდენჯერმე მიწვევდნენ, მაგრამ “იუვედან” წასვლაზე მაშინ არც მიფიქრია”

ლიპი: “მილანში რამდენჯერმე მიწვევდნენ, მაგრამ “იუვედან” წასვლაზე მაშინ არც მიფიქრია”

ლეგენდარულმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ განაცხადა, რომ „მილანში“ სამუშაოდ იწვევდნენ, მაგრამ მაშინ „იუვენტუსს“ ედგა სათავეში და სხვაგან წასვლაზე არ უფიქრია.

„გალიანი „მილანში“ მიწვევდა. არკორეში ვისადილეთ ბერლუსკონისთან ერთად. ორ-სამჯერ მიმიწვიეს „მილანში“ სამუშაოთ, მაგრამ იმ დროს „იუვენტუსში“ ვიყავი და როცა „იუვეში“ ხარ, რთულია სხვაგან წასვლა.

იტალიის ნაკრები? სევდა და სიმწარეს იწვევს. ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხს ვერავინ იფიქრება. ნაკრებმა სამი წელიწადი დიდებული ფეხბურთი გვაჩვენა, ევროპის ჩემპიონატი მოიგო, მაგრამ ზედიზედ მეორედ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავედით. იტალიურ ფეხბურთს კარგი დრო არ უდგას, ბევრი უცხოელი თამაშობს. როცა ეროვნულ ნაკრებს ვწვრთნიდი, ფეხბურთელების 65% იტალიელები იყო სერია A-ში, ახლა საპირისპირო სიტუაციაა. ამის მიუხედავად ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვებას ველოდით და სიმწარე დიდი იყო“, – თქვა ლიპიმ.

შეგახსენებთ, რომ მარჩელო ლიპი „იუვენტუსს“ 1994-1999 და 2001-2004 წლებში ავარჯიშებდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …