ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსის“ მარცხს ალესანდრო დელ პიერო გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, გუნდმა პირველ ტაიმში კარგად ითამაშა, მაგრამ თუ შეტევაში რაღაცის შექმნა გინდა, ბურთი ასე ნელი ტემპით არ უნდა მოძრაობდეს.
„კარგი პირველი ტაიმი ვნახე, „იუვე“ თამაშს აკონტროლებდა, სივრცეები კარგად დახურა, რომელსაც რამდენიმე კონტრშეტევა ჰქონდა და სულ ეს იყო. თითქოს ყველაფერი კარგად გახლდათ, თუმცა, მეორე ტაიმში ეს ყველაფერი გაქრა. ენერგია დაიკარგა და შესაძლოა, ასეთი მატჩების ბედს ერთი ტაიმიც წყვეტს. გავიხსენოთ ვლაჰოვიჩის ძელი, შჩესნი პენალტზე ბურთს შეეხო, ერთი სანტიმეტრი ორივე შემთხვევაში და ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.
მეორე ტაიმში „იუვეს“ ჰქონდა ხარვეზები, შეტევაში ცოტა იდეა ჩანდა. არასდროს ცდილობდნენ ერთი-ერთზე თამაშს, არასდროს ყოფილა თავდამსხმელებზე ვერტიკალური პასები. თუ გსურს, შეტევაში რაღაც შექმნა, ბურთი უფრო სწრაფად უნდა ათამაშო“, – თქვა დელ პიერომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ვილიარეალთან“ ორი მატჩის ჯამში 1:4 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში ზედიზედ მესამედ გამოეთიშა.