მთავარი / სიახლეები / ტონი: “მთავარი პრობლემა ის იყო, გუნდმა პირველი გოლის შემდეგ თამაში შეწყვიტა”

ტონი: “მთავარი პრობლემა ის იყო, გუნდმა პირველი გოლის შემდეგ თამაში შეწყვიტა”

ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსის“ მარცხს Prime Video-ს ეთერში ლუკა ტონი გამოეხმაურა, რომელმაც ტურინული გრანდის წაგების მთავარი მიზეზი დაასახელა.

„იუვენტუსის“ შეცდომა ის იყო, რომ პირველი გოლის შემდეგ რეაგირება ვერ მოახდინა. საკმარისი დრო გახლდათ ანგარიშის გასათანაბრებლად და დამატებით დროში გადასასვლელად. „იუვეს“ პრობლემა დღეს ის იყო, რომ პირველი ტაიმი კარგად ითამაშა, ხოლო მეორე ტაიმში „ვილიარეალი“ უკეთესად თამაშობდა. ჩანდა, რომ „ვილიარეალი“ თანახმა იყო დამატებითი დროის ან პენალტებისთვის, მაგრამ ყველაფერი ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა. მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის, რომ „იუვე“ 0:1-ის შემდეგ დაეცა, მიუხედავად იმისა, რომ საკმარისი დრო იყო“, – თქვა ტონიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ვილიარეალთან“ ორი მატჩის ჯამში 1:4 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში ზედიზედ მესამედ გამოეთიშა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …