ტურინის „იუვენტუსთან“ დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე ალესანდრო დელ პიერომ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და კლუბს მხარდაჭერა გამოუცხადა. როგორც მან თქვა, ახლა არის დრო, როცა უფრო მეტად „იუვენტინობაა“ საჭირო.
„იუვენტუსი“ ჩემი ცხოვრების ნაწილია და არცთუ პატარა. ჩემი ისტორიიდან გამომდინარე, არასდროს ვიქნები დაკავშირებული სხვა ფერებთან. როგორც ყველა გულშემატკივარი, მეც დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს ამ ამბავს. ჩემი სამუშაოდან და ჩემი საჯარო როლიდან გამომდინარე მეკითხებიან კომენტარს ამ სიტუაციაზეა და აშუქებენ ჩემს ნათქვამს. თუმცა, ეს დელიკატური მომენტია კლუბისთვის და ახლა ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია და შეგვიძლია გაკეთება მათ, ვისაც „იუვენტუსი“ უყვარს, არის იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც კლუბში მუშაობენ ამ ძალიან რთულ ფაზაში. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენგან მხარდაჭერა სჭირდება და დროა უფრო მეტად იუვენტინოები გავხდეთ. ამიტომ, მიმაჩნია, რომ მართებულია არ გავაკეთო კომენტარი ახალ ამბებზე და უაზრობებზე, რაც შემდეგ შესაძლოა სპეკულაციებში გადაიზარდოს. ასე ვიქცევი დღეს და ასე მოვიქცევი მომდევნო დღეებში.
უბრალოდ მინდა, ყველას კარგი მუშაობა ვუსურვო, ვისაც დღეს „იუვენტუსთან“ აქვს საქმე და ისინი ამას პროფესიონალიზმით გააკეთებენ, თავდადებით და ვნებით – ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან ამას იმსახურებს კლუბი, გულშემატკივრები და ჩვენი მაისურით“, – დაწერა დელ პიერომ.
შეგახსენებთ, რომ ალესანდრო დელ პიეროს „იუვენტუსში“ შესაძლო დაბრუნებაზე ხმები აქტიურად ვრცელდება.