მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” დელ პიეროს ვიცე-პრეზიდენტობას შესთავაზებს

“იუვენტუსი” დელ პიეროს ვიცე-პრეზიდენტობას შესთავაზებს

გავლენიანი იტალიური გამოცემა Gazzetta Dello Sport-ი წერს, რომ ალესანდრო დელ პიეროს „იუვენტუსში“ დაბრუნება რეალურია.

კლუბის ახალი პრეზიდენტი ჯანლუკა ფერერო მენეჯმენტის დაკომპლექტებაზე მუშაობს და პირველი, ვისაც სამსახურს შესთავაზებს, დელ პიეროა. როგორც წყარო წერს, ალექსი დაბრუნების წინააღმდეგი არაა, მაგრამ ჯერ სურს კლუბის გეგმებსა და პროექტს გაეცნოს და პასუხი ამის შემდეგ გასცეს.

დელ პიეროს „იუვეში“ ვიცე-პრეზიდენტის პოსტს სთავაზობენ, რომელსაც აქამდე პაველ ნედვედი იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ სამი დღის წინ ტურინელთა დირექტორთა საბჭო მთელი შემადგენლობით გადადგა. ალესანდრო დელ პიერო „იუვენტუსში“ 1993-2012 წლებში თამაშობდა და 705 მატჩში 290 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …