მთავარი / სიახლეები / დელ პიერო: “დი მარია შესანიშნავი იყო, კოსტიჩის პასი კი ფენომენალური”

დელ პიერო: “დი მარია შესანიშნავი იყო, კოსტიჩის პასი კი ფენომენალური”

ტურინის „იუვენტუსისა“ და „ფრაიბურგის“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი ალესანდრო დელ პიერომ გააკეთა. მან ტურინელთა გოლზე ილაპარაკა, შეაქო, როგორც ანხელ დი მარია, ისე ფილიპ კოსტიჩი.

„საბოლოოდ, დი მარია, არა მხოლოდ გოლისთვის, არამედ თამაშით აჩვენებს, რომ საუკეთესოა. შესანიშნავი გოლი გაიტანა, მაგრამ კოსტიჩის ჩაწოდებაც ფენომენალური იყო. ეს ძალიან ზუსტი პასი იყო. არ მინდა ვთქვა, რომ ადვილად გასატანი გოლი იყო, მხოლოდ დარტყმა გახლდათ საკმარისი, არა, რადგან სწრაფი პასი იყო, არსებობდა რისკი, რომ ზედმეტი ძალით დაერტყა, რაც ამ დროს საჭირო არ არის. დი მარიამაც ძალიან კარგად დაარტყა და საოცარი გოლი გაიტანა“, – თქვა დელ პიერომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 12 მარტს, შინ გენუის „სამპდორიასთან“ გამართავს, ხოლო „ფრაიბურგს“ ერთი კვირის შემდეგ სტუმრად დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …