მთავარი / სიახლეები / დელ პიერო: “ალბათ ეს გუნდი უფრო ადაპტირებული ჩემპიონთა ლიგაზეა, ვიდრე ჩემპიონატზე”

დელ პიერო: “ალბათ ეს გუნდი უფრო ადაპტირებული ჩემპიონთა ლიგაზეა, ვიდრე ჩემპიონატზე”

ალესანდრო დელ პიერომ „მალმიოსთან“ (3:0) მატჩის შემდეგ „იუვენტუსზე“ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ასევე კომენტარი გააკეთა პაულო დიბალას შესახებ.

„იუვესთვის“ ეს გამარჯვება ბევრს ნიშნავს. საჭირო იყო დამაჯერებელი გამარჯვება და ეს გააკეთეს. ასე „იუვე“ დაიბრუნებს სიმშვიდეს და მაღალ სათამაშო ხარისხს, ალბათ ეს გუნდი უფრო ადაპტირებული ჩემპიონთა ლიგისთვის არის, ვიდრე ჩემპიონატისთვის, სადაც განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ. ეს არის საუკეთესო სიგნალი, რისი მიცემაც შეეძლო. ცხადია, კუადრადოს და დიბალასნაირი ფეხბურთელების დაბრუნება „ბიანკონერისთვის“ ბევრს ნიშნავს.

დიბალას ისტორია „იუვეში“ ძალიან შეიცვალა რონალდუს წასვლის შემდეგ. მას ყოველთვის სურდა „იუვეში“ დარჩენა და გუნდის აჩვენებს, რომ მისი შენარჩუნება სურს. ვფიქრობ, კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით მალე მოვა კარგი ამბები“, – თქვა დელ პიერომ.

შემთხვევითი სიახლე

მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “სპეციასთან” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სპეციასთან“ (3:2) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, …

დე ლიხტი: “მთავარია, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა „სპეციასთან“ (3:2) მატჩის შემდეგ, რომელშიც გამარჯვების გოლი გაიტანა, კომენტარი …