ლეგენდარულმა ალესანდრო დელ პიერომ „ნაპოლისთან“ „იუვენტუსის“ წაგებაზე კომენტარი გააკეთა. ალექსი ფიქრობს, რომ გუნდს ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელის არყოფნა დაეტყო.
„იუვენტუსს“ უდავოდ აქვს სირთულეები, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ძირითადი შემადგენლობის 4 ფეხბურთელის გარეშე ითამაშა. კიეზა, კუადრადო და დიბალა, ისევე როგორც დე ლიხტი, არიან მოთამაშეები, რომლებიც სხვაობას ქმნიან“, – თქვა დელ პიერომ Sky Sport-ის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 14 სექტემბერს, შვედეთში, „მალმიოს“ წინააღმდეგ ჩაატარებს.