მთავარი / სიახლეები / ტაკინარდი: “ალეგრი ელოდა, რომ ძველი გუნდი დახვდებოდა, მაგრამ ის გუნდი არ არის”

ტაკინარდი: “ალეგრი ელოდა, რომ ძველი გუნდი დახვდებოდა, მაგრამ ის გუნდი არ არის”

ტურინის „იუვენტუსის“ სიტუაციაზე ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მასიმილიანო ალეგრი ვერ წარმოიდგენდა იმას რაც ხდება და სულ სხვა გუნდს ელოდა.

„იუვენტუსს“ ბევრი თვალსაზრისით დიდი პრობლემები აქვს. მიუხედავად მეკარის გასაოცარი შეცდომებისა, ეს გუნდი არ არის კარგ ფიზიკურ კონდიციებში და ეს ყველაზე მეტად მაწუხებს. სამი თამაშის შემდეგ სატურნირო ცხრილის ზემო ნაწილიდან შორს ყოფნა ძნელია, ალეგრი ვერასდროს წარმოიდგენდა ასეთ დასაწყისს. მოდით მენტალურ მდგომარეობასაც შევხედოთ, რაც არ არის საუკეთესო. დღეისთვის მოედანზე ვხედავთ, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის ალეგრის გუნდი.

შჩესნი? ბუფონის არყოფნა იგრძნობა, მაგრამ არ შეიძლება მხოლოდ ეს იყოს. მას აქვს პრობლემები და საჭიროა გავიგოთ რატომ.

სამ თამაშში ვნახეთ „იუვე“, რომელიც იტანჯება და ამავე დროს არ იცის, როგორ მოახდინოს რეაგირება სირთულეებზე. არ ვიცი, ალბათ ალეგრი ელოდა გუნდს, რომელიც დატოვა და სამაგიეროდ, ის გუნდი აღარ არის“, – თქვა ტაკინარდიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს სტუმრად შვედურ „მალმიოსთან“ ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …