ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა დანილომ „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, „იუვეს“ შეუძლია უფრო ძლიერი გუნდი გახდეს და ეს მალევე უნდა გააკეთონ.
„სასწრაფოდ, ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ, ეს არის ის, რასაც ჩვენგან „იუვენტუსი“ მოითხოვს. გუნდში ახალ მოსულ ფეხბურთელებსაც მოუწევთ ამ სურვილის გამოვლენა და ასე შევძლებთ უფრო ძლიერი გუნდი რომ გავხდეთ. რატომ უნდა ყოფილიყო პსჟ-სთვის ადვილი თამაში? ვერ მივხვდი შეკითხვას, ჩვენ ვმუშაობთ საიმისოდ, რომ ნებისმიერ ადგილზე მოსაგებად წავიდეთ. გვაქვს ხასიათი, სიამაყე და ხარისხი. აქიდან უნდა დავიწყოთ და ეს დაუყოვნებლივ უნდა გავაკეთოთ, ლოდინის გარეშე“, – თქვა დანილომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს „სალერნიტანასთან“ ჩაატარებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ბენფიკას“ უმასპინძლებს.