ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ ტელეკომპანია DAZN-თან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის „იუვეში“ საჭირო დროს მოხვდა.
„ატალანტასთან“ გოლი? გატანა რომ შემეძლო, მაშინ ვიგრძენი, როცა საჯარიმოში შევედი, დიბალამ ჩააწოდა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გოლის გატანა მოვახერხე.
როდესაც კარიერას ვიწყებდი, ვფიქრობდი, რომ ერთ გუნდში დიდ დროს გავატარებდი, მაგრამ ამ გრძელმა მოგზაურობას ბევრ რამ მასწავლა და საბოლოოდ, „იუვენტუსში“ საჭირო დროს აღმოვჩნდი.
ვლაჰოვიჩი? მას შეუძლია დიდი ჩემპიონი გახდეს. ვარჯიშის პირველივე დღეებიდან დავინახე, რომ მას აქვს სურვილი, რომ მიღწეულით არასდროს დაკმაყოფილდეს“, – თქვა დანილომ.
შეგახსენებთ, რომ დანილომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.