ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ იტალიის ნაკრების წარუმატებლობაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს მისთვის ცუდი სიურპრიზი იყო.
„იტალიის მარცხი ჩემთვის სიურპრიზი იყო, არ ველოდი. „აძურიში“ ბევრი თანაგუნდელი მყავს და მათ ვგულშემატკივრობდი, ამიტომ, ვწუხვარ. იტალიის ეს წარუმატებლობა აჩვენებს თუ როგორია დღეს ფეხბურთი, მაკედოანიმ თავისი გეგმით მოიგო, რომელიც აშკარად კარგად იყო აგებული, პატივისცემას იმსახურებს ეს ტაქტიკა, რადგან იმუშავა. გასაკვირია, მაგრამ ასეა.
რონალდუს წასვლა? ბუნებრივია, რომ როდესაც კრიშტიანუს მსგავსი ხარისხიანი ფეხბურთელი მიდის, ეს გუნდზე გავლენას ახდენს, მითუმეტეს, როგორც წარიმართა მოვლენები, რადგან ბოლო დღემდე გაურკვევლობა იყო. ჩვენთვის ეს გახდა საორიენტაციო წერტილი მოედანზე და მის გარეშე უნდა დაგვემტკიცებინა ყველაფერი“, – თქვა დანილომ.