მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “რეალთან” შეთანხმებული ვიყავი, მაგრამ “იუვედან” დამირეკეს და მათ უარით ვუთხარი”

ალეგრი: “რეალთან” შეთანხმებული ვიყავი, მაგრამ “იუვედან” დამირეკეს და მათ უარით ვუთხარი”

იტალიურ მედიაში მასიმილიანო ალეგრის ინტერვიუდან ამონარიდი გამოქვეყნდა, რომელშიც თქვა, რომ მადრიდის „რეალთან“ შეთანხმებული იყო, მაგრამ „იუვენტუსის“ ინტერესის შემდეგ ესპანურ კლუბს უარი უთხრა.

„მე ვთქვი და გავიმეორებ: წინასწარი კონტრაქტი „რეალთან“ გაფორმებული მქონდა. შემდეგ კი დავურეკე პრეზიდენტ პერესს და ვუთხარი, რომ ვერ წავიდოდი მადრიდში, რადგან „იუვენტუსი“ ავირჩიე. მან მადლობა გადამიხადა. მას მერე, რაც „იუვენტუსიდან“ მაისში დამირეკეს, ჩემს გადაწყვეტილებაში ეჭვი არ შემიტანია.

პროფესიონალურ დონეზე „რეალში“ მუშაობა, რა თქმა უნდა, კულმინაციური იქნებოდა: „მილანი“, „იუვე“ და „რეალი“, მაგრამ ცხოვრებაში არ შეგიძლია ყოველთვის ყველაფერი გქონდეს და ამაყი ვარ, რომ „მილანს“ 4 წელი ვავარჯიშებდი, ხოლო ახლა „იუვეში“ ვარ. „რეალს“ უარი ორჯერ ვუთხარი. პირველად 2017 წელს, როცა „იუვესთან“ კონტრაქტს ვახანგრძლივებდი, პერესს მაშინ ვუთხარი, რომ ანიელისთვის სიტყვა მიცემული მქონდა.

„იუვეში“ კარგი და საინტერესო გამოწვევაა, კლუბის ხელმძღვანელობა იგივეა, რომელსაც ჩემსავით ისევ გამარჯვება სურს. 2014 წელს როცა მოვედი, ყველაფერი განსხვავებული იყო. ანტონიო კონტემ დიდი სამუშაო შეასრულა, ზედიზედ სამჯერ ჩემპიონი გახდა და ძლიერი გუნდი შექმნა, რომელსაც მხოლოდ დახვეწა სჭირდებოდა. წლევანდელი გუნდი განსხვავებულია, აქ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, ძლიერები, მაგრამ ნაკლები გამოცდილებით. თუმცა, მკაფიო საფუძვლებიდან ვიწყებთ მუშაობას, რომელიც არის „იუვენტუსის“ დნმ და რომელიც მოიცავს გამარჯვებების დაბრუნებას. უნდა ვიცოდეთ ერთად თავგანწირვა და ყოველთვის ბრძოლის სურვილი უნდა გვქონდეს. მჯერა, რომ „იუვე“ დაბრუნდება მწვერვალზე, დაიბრუნეს მიჯაჭვულობის განცდას, როგორც პირველ გუნდში, ისე ახალგაზრდულ სექტორში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

სასიამოვნო სიურპრიზი ჩემთვის დანილო იყო. ის არის ჩემპიონი, ძალიან ჭკვიანი და პასუხისმგებლიანი ბიჭი, რომელიც ყოველთვის გუნდის განკარგულებაშია. ჩვენ უკვე ვიცნობდით ბონუჩის და კიელინის, მაგრამ დანილო ნამდვილი სიურპრიზი იყო.

მორატა? იმ საღამოს, როცა გუნდმა ვლაჰოვიჩი იყიდა, ალვაროს დავურეკე და ვუთხარი: შენ არ წახვალ, რადგან ახლა მასთან ერთად ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდები. მან დამიჯერა. მორატას ტექნიკურ თვისებებზე საუბარი სიგიჟეა. ბუნებრივია, რომ თუ იმის გაკეთებას სთხოვ, რაც არ შეუძლია, შეიძლება საუკეთესოდ ვერ ითამაშოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თვეების განმავლობაში თამაშობდა ისეთ პოზიციაზე, რომელიც მისი არ იყო.

ვლაჰოვიჩი? ახალგაზრდა ბიჭია, ცოტა საერთაშორისო გამოცდილებით, მაგრამ ხარისხიანი, უნდა და შეუძლია გაუმჯობესება, ამისთვის საკმარისი დრო აქვს. კარის წინ აბსოლუტურად გიჟური ფეხბურთელია. „იუვენტუსმა“ მნიშვნელოვანი ინვესტიცია გააკეთა. ის, მბაპე და ჰოლანდი თავის თაობაში საუკეთესოები არიან“, – თქვა ალეგრიმ.

აქვე გეტყვით, რომ იტალიელი სპეციალისტის სრული ინტერვიუ 5 აპრილს გამოქვეყნდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …