ტურინის „იუვენტუსის“ მცველი დანილო გამოჯანმრთელდა და ზუსტად 2-თვიანი პაუზის შემდეგ ითამაშა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა „სამპდორიასთან“ (4:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი. ამ ორ თვეში ბევრი ვიმუშავე, მაგრამ შეგრძნებები კარგია. სწორ გზაზე ვართ, ასე უნდა გავაგრძელოთ, ბევრი ხარისხიანი მოთამაშე და ძლიერი შემადგენლობა გვყავს. ახლა დავისვენებთ და მერე ვიფიქრებთ კვირას, „მილანთან“ მატჩზე, რომელიც განსხვავებული იქნება. უნდა გვქონდეს დადებითი ენერგია და სწორი ალქიმია“, – თქვა დანილომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასის მეოთხედფინალში „სასუოლო“ – „კალიარის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება, მომდევნო მატჩს კი 23 იანვარს, „მილანის“ წინააღმდეგ გამართავს.