ტურინის „იუვენტუსისთვის“ „ლაციოსთან“ მატჩი (2:0) მხოლოდ დადებითი კუთხით არ გამორჩეულა. მასიმილიანო ალეგრის გუნდს დანილო დაუშავდა და მოედანი შეხვედრის დასაწყისშივე დატოვა.
ჯერჯერობით, ბრაზილიელი ფეხბურთელის ზუსტი დიაგნოზი უცნობია, მაგრამ იტალიური მედიის ცნობით, შესაძლოა, მინიმუმ ერთი თვე გაუცდეს. სრული სურათი კი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ დანილო მიმდინარე სეზონში ალეგრისთვის პრაქტიკულად შეუცვლელი ფიგურა იყო და მისი დიდი ხნით გამოკლება, მითუფრო, რომ ახლა ძალიან მჭიდრო განრიგი იწყება, სამწვრთნელო შტაბისთვის და გუნდისთვის სერიოზული დარტყმა იქნება.