მთავარი / სიახლეები / გრავინა: “იტალიის მიზანი მინიმუმ ნახევარფინალში გასვლაა”

გრავინა: “იტალიის მიზანი მინიმუმ ნახევარფინალში გასვლაა”

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების მინიმალური მიზანი დაასახელა. გრავინას თქმით, „სკუადრა აძურა“ მინიმუმ ნახევარფინალში უნდა გავიდეს.

„იტალიის ნაკრები დღეს ჩვენი მუშაობის ამოსავალი წერტილია. ჩვენს პროექტს მყარი საფუძვლები აქვს. ჩვენ დიდი ოჯახი ვართ. ევროპის ჩემპიონატზე მინიმალური მიზანია „უემბლიზე“ მოხვედრა (ნახევარფინალი) და ამისთვის ცოტა იღბალიცაა საჭირო“, – თქვა გრავინამ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში 11 ივნისს, თურქეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

შემთხვევითი სიახლე

ესპანური მედია: “იუვენტუსს” ჟორდი ალბას ტრანსფერი სურს

ტურინის „იუვენტუსი“ მომდევნო სეზონისთვის მარცხენა მცველს ეძებს, რადგან ალექს სანდროს კონტრაქტი ეწურება და მასთან თანამშრომლობის …

“იუვენტუსში” სექტემბრის MVP მატია პერინი გახდა

ტურინის „იუვენტუსის“ სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად მატია პერინი დასახელდა. იტალიელმა მეკარემ ფანებისგან ყველაზე მეტი ხმა მიიღო …