ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ფედერიკო გატიმ იტალიურ მედიასთან ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მისთვის „იუვეში“ გადასვლა ბევრს ნიშნავს და ყველაფერს გააკეთებს, რომ გამოწვევისთვის მზად იყოს.
„ჩემთვის მნიშვნელოვანი სეზონი იყო, ერთადერთი, რასაც ვნანობ, პლეი-ოფში ვერ მოხვედრაა. ნაკრებში ყოფნა უნიკალური ემოციაა, რადგან საერთაშორისო გამოცდილების მქონე ფეხბურთელებთან ერთად ვვარჯიშობ. იმდენი მსხვერპლი გავიღე აქ მოსახვედრად, რომ ეს არასდროს დამავიწყდება. ცოტ-ცოტა ყველაფერს ვაკეთებდი: ფანჯრის ქარხანაში და აგურის საწარმოში ვმუშაობდი, შემდეგ ფეხბურთში მოვხვდი და გამიმართლა.
„იუვენტუსში“ გადასვლა ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ჯერ კიდევ არ მაქვს ეს გამოცდილება, მაგრამ უკვე მივხვდი რა მნიშვნელობა აქვს იმას, რის წინაშეც ვარ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მზად ვიყო.
კიელინი დაგვაკლდება, მაგრამ „იუვეში“ სხვა ძლიერი მცველებიც არიან და ვეცდები, მათგან ბევრი ვისწავლო. იქ მოხვედრა დიდი ემოციაა, ჩემი ოჯახი შოკირებული იყო. კიელინის უფრო ვგავარ თუ ბონუჩის? ძალიან მომწონს ფიზიკური დუელები, მაგრამ ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება.
ამ კვირებში მიღებული გამოცდილება სერია A-ში ძალია გამომადგება. ინტენსივობა და სიჩქარე ძალიან იცვლება, ბევრად მაღალი ხარისხია. გამაოგნა დეტალებისადმი მანჩინის ყურადღებამ“, – თქვა გატიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ფედერიკო გატი იანვარში შეიძინა და იტალიელი მცველი კლუბს მიმდინარე ზაფხულს შეუერთდება.