ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ფედერიკო გატიმ „ბენფიკასთან“ მარცხის (3:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ახლა ევროპა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ.
„თამაშში დაბრუნებული ვიყავით, შემდეგ კი აბსურდული პენალტი დანიშნეს, ბოლოს რეაგირება მოვახდინეთ, მაგრამ გვიანი გახლდათ. ახლა „ლეჩესა“ და შემდეგ პსჟ-სთან მატჩზე უნდა ვიფიქროთ, რადგან ევროპა ლიგაზე ნებისმიერ ფასად უნდა გადავიდეთ. ეს ყველაფერი გუნდურად უნდა დავძლიოთ, როგორც სხვა მომენტებში. შაბათს ძალიან რთული და მნიშვნელოვანი თამაში გველის. ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგას შორის დიდი სხვაობაა, მაგრამ წინ თავაწეულებმა უნდა ვიაროთ“, – თქვა გატიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის ხუთ ტურში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა, მომდევნო მატჩს კი შაბათს, „ლეჩესთან“ გამართავს.